воскресенье, 3 апреля 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დასრულდა ინტელის ტრენინგი, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო,  ყველამ მოვახდინეთ ჩვენ–ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია და შევაფასეთ ტრენინგი, ჩემთვის ის საინტერესო იყო,  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტით სწავლება მოსწავლეებს ეხმარება მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში, ზრდის მოტივაციას და მოსწავლეთა ჩართულობას სწავლების პროცესში. 
სასიამოვნო იყო ჩვენს ტრენერთან ურთიერთობა. დიდი მადლობა მას საინტერესო და მრავალფეროვანი ტრეინინგისთვის!

суббота, 2 апреля 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და დამღლელი იყო, მივუახლოვდით კულმინაციას.

воскресенье, 27 марта 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია


ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და ფასილიტაციის კითხვარზე. გავიხსენეთ გარდნერის თეორია.

суббота, 26 марта 2016 г.

პროექტის პრეზენტაცია


მეექვსე დღის რეფლექსია

დღე საინტერესო იყო, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, საავტორო უფლებებზე, ვისწავლეთ პორტფოლიოს გაზიარება. მოკლედ ძალიან ნაყოფიერი მუშაობა გვქონდა. ყოჩაღ ჩვენ!

понедельник, 21 марта 2016 г.

მეოთხე-მეხუთე დღის რეფლექსია

საინტერესო იყო მეოთხე დღე, დავასრულეთ ბუკლეტი, ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე, მაგრამ სამწუხაროდ, დღის ბოლოს სინათლე ჩაქრა, რის გამოც რეფლექსიას მეხუთე დღესთან ვაერთიანებთ.
მეხუთე დღე უფრო ნაყოფიერი იყო, გავაგრძელეთ შაბლონზე მუშაობა, გავაკეთეთ და ბლოგზე განვათავსეთ მასწავლებლის პრეზენტაცია.